დასაქმების პროცედურა

            ჩვენს კომპანიაში ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებული და პროფესიულად მზარდი პერსონალის რესურსის შექმნა. შესაბამისად, კომპანია ორიენტირებულია პრაქტიკული სწავლების საფუძველზე მოახდინოს მაღალკვალიფიციური პერსონალის დასაქმება, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება.

           კომპანიაში დასაქმების მსურველ, კვალიფიციურ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

           კონკურსების შესახებ ინფორმაციის განთავსება ხდება კომპანიის ვებ გვერდზე და დასაქმების საძიებო ვებ გვერდებზე. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებადა იწყება კანდიდატის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის და რეზუმეს გადახედვიდან. საკონკურსო სიაში მოხვედრილი კანდიდატები გაივლიან პროფესიულ ტესტირებას და წარმატების შემთხვევაში გასაუბრებას. როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების ეტაპზე, კანდიდატების შეფასება ხდება თანაბარ, სტანდარტულ პირობებში, სადაც თითოეულს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა მოახდინოს საკუთარი ცოდნის და უნარების დემონსტრირება. კონკურსზე კანდიდატების მოწვევა ხდება 1 სამუშაო დღით ადრე მაინც.

         კონკურსის თითოეული ეტაპი გამჭვირვალეა და იძლევა კანდიდატის შესახებ დათვლად შედეგებს, ამიტომ შეფასების ქულების მიხედვით, მხოლოდ საუკეთესო (უმაღლესი ქულის მქონე) კანდიდატები გადადიან შერჩევის მომდევნო ეტაპზე და იღებენ დასაქმების შეთავაზებას.

           

დასაქმება მეშვიდე რგოლის თანამდებობებზე

 

           ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია, ჩვენს პოტენციურ თანამშრომლებს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სთავაზობს პრაქტიკულ სწავლებას მეშვიდე რგოლის შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად:

  1. ტექნიკოსი
  2. ტექნიკოს ელექტრიკოსი
  3. მორიგე ელექტრიკოსი
  4. მძღოლი ელექტრიკოსი
  5. მორიგე მძღოლი ელექტრიკოსი
  6. ელექტრიკოსი
  7. ქვესადგურის მორიგე
  8. უმცროსი ბუღალტერი
  9. ბილინგის ოპერატორი

            აღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებისთვის აუცილებელია გაიაროთ სტაჟირების შესაბამისი პროგრამა. სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ ჩაერთვებით პერსონალის დასაქმების გამჭვირვალე პროცესში, სადაც შეფასების კრიტერიუმები მკაცრად არის განსაზღვრული და ყველა კანდიდატს ეძლევა დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები.

სტაჟირების პროგრამა

            სტაჟირების პროგრამის გასავლელად კანდიდატმა უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და მიმართოს შესაბამისი ფილიალის პერსონალთან მუშაობის სამსახურს/სპეციალისტს.

           სტაჟირებაზე მიღებულ კანდიდატს განესაზღვრება სასწავლო პროგრამა და შესაბამისი დავალებები, რომელსაც მეთვალყურეობას უწევს სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილი კოორდინატორი. კოორდინატორად შეირჩევა ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას ანალოგიური ან უფრო მაღალი თანამდებობის გამოცდილი თანამშრომელი.

           სტაჟირების პროცესში კოორდინატორი უზრუნველჰყოფს სტაჟიორის ადეკვატურ მომზადებას. საჭიროების შემთხვევაში, გადასცემს ყველა შესაბამის თეორიულ მასალას და პროგრამის დასრულების შემდეგ, აფასებს თუ რამდენად წარმატებით იქნა ათვისებული სტაჟიორის მიერ პროგამით გათვალისწინებული მასალა, აკეთებს მის პიროვნულ დახასიათებას.

სტაჟირების ხანგრძლივობა:

            სტაჟირების ვადა განისაზღვრება 1–დან 6 თვემდე. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სტაჟირების ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს არაუმეტეს 6 თვის ვადით.

 ტესტირება

            მეშვიდე რგოლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, სტაჟიორებისთვის ტესტირება ტარდება კვარტალურად. სახასიათო ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ლინკზე.

           ტესტირებაში მონაწილეობის უფლება ეძლევა სტაჟირების პროგრამაში ჩართულ ყველა მსურველს, ვისაც სტაჟირების დაწყების თარიღიდან შეუსრულდა არანაკლებ 1 თვე მაინც.

           ტესტით განსაზღვრული ყველა სახის პროფესიული შინაარსის საკითხი წინასწარ განთავსდება კომპანიის ვებ გვერდზე, რაც ტესტირებაში მონაწილეობის ყველა მსურველს საშუალებას მისცემს წინასწარ მოემზადოს.

          ტესტში ასევე შესაძლოა ჩართული იყოს პიროვნული უნარების, ზოგადი ინტელექტის (ვერბალური და რიცხვითი) ტესტები, რომლებიც წინასწარ არ განთავსება ჩვენს ვებ გვერდზე, თუმცა ანალოგების მოძებნა შესაძლებელია ინტერნეტ სივრცეში.

          უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ტესტების პასუხების მოძიება შესაძლებელია აღნიშნულ ლინკზე მიბმულ მასალებში.

          სხვა საკითხებთან დაკავშირებულ დამატებით მასალებთან გაცნობა შეგიძლიათ აქ.

ტესტირების შედეგები და მონაცემთა დათვლა:

          ტესტირების შედეგების საფუძველზე მიიღება შემდეგი სამი სახის გადაწყვეტილება:

  1. კანდიდატმა მოაგროვა უმაღლესი სატესტო ქულა, შესაძლებელია დანიშნული იყოს ვაკანტურ თანამდებობაზე;
  2. კანდიდატმა მოაგროვა მაღალი ქულა და ჩარიცხულია პოტენციურ თანამშრომელთა რეზერვში; (პოტენციურ თანამშრომელთა რეზერვში ჩარიცხული კონკურსანტების დასაქმება მოხდება მათ მიერ მიღებული ტესტის საერთო ქულების რეიტინგის რიგითობის მიხედვით).
  3. კანდიდატმა ვერ მოაგროვა გამსვლელ ქულათა მინიმალური ოდენობა და მიიღო უარყოფითი შეფასება.

დასაქმება:

        ვაკანტურ თანამდებობებზე პირველ რიგში წარდგენილნი იქნებიან ტესტირების შედეგად ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტაჟიორები. ამასთანავე გათვალისწინებული იქნება სტაჟირების პროგრამის გასავლელად შევსებულ სააპლიკაციო ფორმაში კანდიდატის მიერ მითითებული პრიორიტეტები დასაქმების ადგილმდებარეობის შესახებ.

         ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, კანდიდატი ვალდებულია პერსონალთან მუშაობის სპეციალისტს წარუდგინოს შევსებული ანკეტა და სამსახურში მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია.

 გისურვებთ წარმატებებს!