ენერგია ნათელი მომავლისთვის!

გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფლის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური და სიმედო გახდება

logoსს „ენერგო-პრო ჯორჯია”-მ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში  10 კვ ფიდერის  სრული რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს  ვაზისუბნისა და მიმდებარე  სოფელბის: შაშიანის, კალაურის, ვაჩნაძიანისა და კახიფარის ენერგომომარაგების გაუმჯობესებას.  სამშენებლო სამუშაოები   ინტენსიურად  მიმდინარეობს და მისი დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება.

 ფიდერი ,,ვაზისუბანის“ განახლების პარარელურად, მიმდინარეობს ამორტიზებული ხის საყრდენების  შეცვლა, ახალი, რკინა-ბეტონის  საყრდენებით. ქსელის ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ სოფლებში, მინიმალურად შემცირდება ავარიული სიტუაციები,  უზრუნველყოფს ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებას, ენერგომომარაგა გახდება უფრო უსაფრთხო და სტაბილური.

მოახლოებული ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს  ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის ქსელში.