ენერგია ნათელი მომავლისთვის!

აღმოსავლეთ საქართველოს აღრიცხვისა და ანგარიშსწორების განყოფილების უფროსი – შიდა ვაკანსია

თანამდებობის დასახელება: აღმოსავლეთ საქართველოს აღრიცხვისა და ანგარიშსწორების განყოფილების უფროსი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 22 ნოემბერი, 2017

შიდა ვაკანსია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84% მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს აღმოსავლეთ საქართველოს აღრიცხვისა და ანგარიშსწორების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:

  • მომხმარებელზე ელ.ენერგიის დარიცხვისა და აღრიცხვის პროცესების მართვის უქზრუნველყოფა
  • დატაცებისა და დარღვევის ფაქტებზე რეაგირების უზრუნველყოფა
  • კონტროლი ელ.ენერგიის დავალიანების გადახდაზე და არაგადამხდელი მომხმარებლის გამორთვის პროცესზე
  • მომსახურების ცენტრების მიხედით დანაკარგების ანალიზი ტექნიკური და კომერციული კარგვის მინიმიზაციის მიზმნით
  • ფილიალებისა და მომსახურების ცენტრების მიღებული კვტ/სთ-ების აღრიცხვის ანალიზის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ელექტროტექნიკური)
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: internalvacancy@energo-pro.ge 2017 წლის 22 ნოემბერის ჩათვლით

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

ვაკანტურ პოზიციაზე განიხილება მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე პოზიციაზე დასაქმებულები არიან არანაკლებ ერთი წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

სააპლიკაციო ფორმა