ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ჯანმრთელობის დაზღვევა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15  საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი მოიცავს დედაქალაქის გარდა საქართველოს მთლიან ტერიტორიას. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს მილიონზე  მეტ აბონენტს, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 6000-მდე თანამშრომელს შეადგენს. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

 

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“  (ასევე  მისი შვილობილი კომპანიები) აცხადებს ტენდერს 5000 – 5500  თანამშრომლის ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში.

გასაწევი მომსახურების ვადა: 01/01/2018- 31/12/2018  (განიხილება 1+1 წლიანი მომსახურების ვადაც).

 

     გთხოვთ შემოგვთავაზოთ შემდეგი სადაზღვევო პოლისები:

ა. ჯანმრთელობის სრული დაზღვევა 4 პოლისის სახით:

1. მინიმალური, ქვედა პოლისის ღირებულება -  14-16 ლარი ინდივიდუალური. კომპანია დაუფინანსებს ყველა თანამშრომელს მინიმალური პოლისის ღირებულებას (დაზღვეული თანამშრომლები რაოდენობა 60 – 70 %);

2. მე-2 პოლისის ღირებულება – 28-31 ლარი – ინდივიდუალური (დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა 20 – 30%);

     3. მე- 3 პოლისის ღირებულება 75-78 ლარი – ინდივიდუალური (დაზღვეული თანამრომლების რაოდენობა – არაუმეტეს 5 %-ისა);

   4. მაქსიმალური პოლისის ღირებულება  90 ლარი – ინდივიდუალური (დაზღვეული თანამრომლების რაოდენობა – არაუმეტეს 5 %-ისა).

ოჯახის წევრებისმეუღლე  და შვილები (მეუღლე ასაკის შეუზღუდავად, შვილები მინიმუმ 18 წლის ჩათვლით) 2 წევრიანი ოჯახის შემთხვევაში (მეუღლეები, მშობელი-შვილი) 1+1 ტიპის დაზღვევა;

გ. მინიმუმ ორი ტიპის სადაზღვევო პოლისი დამატებითი ოჯახის წევრებისთვის (და-ძმა ოჯახებით 75 წლამდე, მშობლები-75 წლამდე, დამატებით ოჯახის წევრების პოლისმა არ უნდა გააუარესოს თანამშრომლების სადაზღვევო პირობები).

. სამოგზაურო დაზღვევა;

  . სიცოცხლის დაზღვევა;

. უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა.

 

 

აუცილებელი პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანია:

ü  სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამოყოს ოჯახის ექიმი, რომლის კაბინეტიც განთავსდება  კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი) ყოველდღიური სამუშაო გრაფიკით და რეგიონალურ ოფისებში (თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი) წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით;

ü  სადაზღვევო კომპანიის მომსახურების არეალი უნდა ფარავდეს საქართველოს ყველა რეგიონს – საქართველოს ყველა ქალაქში უნდა ჰყავდეს პროვაიდერი კლინიკები და ოჯახის ექიმი;

ü  ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული და საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებების  ხარჯების ანაზღაურება არ უნდა იქნას ჩართული გამონაკლისების სიაში (დაზღვეულები არ უნდა გადამისამართდნენ საყოველთაო დაზღვევაში);

ü  ორმაგი დაზღვევის, მათ შორის საყოველთაო დაზღვევის და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებების  შემთხვევაში ანაზღაურების პროცესი არ უნდა შეეხოს დაზღვეულს (საკითხი უნდა გადაწყდეს სადაზღვევო კომპანიებს შორის);

ü  დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს;

ü  სადაზღვევო პაკეტის ზედა პოლისების გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს ყველა თანამშრომელს  სტრუქტურისა და იერარქიის მიუხედავად.

ü  სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოქნილი (სასურველია ელექტრონული) სისტემა;

ü  კლინიკაში ჩაწერისა და ელექტრონული მიმართვის მოქმედი სისტემა.

ü  თანდართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ კომპანიის მიერ განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის  პოლისები და პირობები.

 

შემოსული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. 1.       ფასთა ნუსხა თანდართულ დოკუმენტში მოცემული პოლისების მიხედვით;
  2. 2.       შემოთავაზებული მომსახურეობის დეტალური ჩამონათვალი;
  3. 3.       ანგარიშსწორების პირობები;
  4. 4.       თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია, აფთიაქებისა და კლინიკების ჩამონათვალი;
  5. 5.       ადმინისტრირების წესი (სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა);
  6. 6.       კონტრაქტის დრაფტ ვერსია;
  7. 7.       გამონაკლისების დეტალური სიარა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

 

სატენდერო მასალები გთხოვთ წარმოადგინოთ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის N19. ასევე გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: tender@energo-pro.ge

 

 

 

 

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 18 სექტემბერი.

ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:

ს.ს. “ენერგო–პრო ჯორჯია”, საქართველო

სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19

ტელ.: (+99577) 35 00 46

ელ.ფოსტა: tender@energo-pro.ge