ენერგია ნათელი მომავლისთვის!

6 რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა

rehabilitationსს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ აპრილისა და მაისის თვეებში 6 რაიონის ინდივიდური გამრიცხველიება დაასრულა.  ევროპული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე მრიცხველები საერთო ჯამში დაუმონტაჟდა კომპანიის 62 617 აბონენტს ვანის, ხონის, დმანისის, თეთრიწყაროს, ხულოს და ქარელის რაიონებში. მხოლოდ აღნიშნული რაიონების გამრიცხველიანების მიზნით, კომპანიამ განახორციელა  25 046 800 ლარის ინვესტიცია.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ მრიცხველების მონტაჟს; აღნიშნული პროცესი მოიცავს აგრეთვე 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციასაც, რომლის დროსაც ხდება ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება.

 „ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანია კიდევ უფრო გაზრდის ინვესტიციებს საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელში.“ – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში.