ენერგია ნათელი მომავლისთვის!

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რუსთავში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

logoსს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანია რუსთავში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების შედეგად, ერთმანეთს დაუკავშირდება ორი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, რაც ხელს შეუწყობს აბონენტების ენერგომომარაგების გაუმჯობესებას რუსთავში.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური სამუშაოებს ამ დროისთვისაც აწარმოებს, უკვე გაიჭიმა ახალი მიწისქვეშა საკაბელო ხაზი და მიმდინარეობს შესაბამისი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.