ენერგია ნათელი მომავლისთვის!

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბაკურიანში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

Bakurianiსს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო ზონებში ზამთრის სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. კომპანია ბაკურიანში ახალ ქსელს აშენებს. განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს კოხტა-მიტარბის ახალი უბნის განვითარებას და ბაკურიანის ენერგომომარაგების გაუმჯობესებას ტურისტულ სეზონზე.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური სამუშაოებს ამ დროისთვისაც აწარმოებს, უკვე გაიჭიმა ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელი და მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოების მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის ქსელში.