ენერგია ნათელი მომავლისთვის!

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რესურსების მართვის ახალი ონლაინ სისტემა დანერგა

logoსს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში  ახალი, რესურსების მართვის შვედური სისტემის, IFS-ის დანერგვა დასრულდა, რომლის მეშვეობით კომპანია შეძლებს უფრო წარმატებით წარმართოს თავისი საქმიანობა და ეფექტურად გამოიყენოს თავისი რესურსები.  სისტემა მოიცავს ფინანსურ, ლოჯისტიკურ, ტექნიკურ, პროექტების მართვის, დოკუმენტმენეჯმენტის და სხვა მოდულებს. ახალი სისტემის საშუალებით კომპანიას ექნება შესაძლებლობა ფლობდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესახებ, აწარმოოს დეტალური ანგარიში და აღრიცხვა, რაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საშუალებას მისცემს უფრო სწორად დაგეგმოს მომავალი პროექტები და მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია.

IFS ერთერთი პოპულარული მართვის სისტემაა მსოფლიოში და რეიტინგებით, საშუალო ზომის კომპანიებისთვის (Gartner’s rating-ის თანახმად) შედის პირველ ოთხეულში (SAP, Oracle, Microsoft, IFS). სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში სრულად მოახდინა აღნიშნული მართვის სისტემის დანერგვა.