ენერგია ნათელი მომავლისთვის!

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“-მ, ,,გუმათი 2“-ზე ხანძრით გამოწვეული გარემოს დაბინძურების პროცესის აღკვეთა ოპერატიულად მოახდინა

Gumati 2ჰიდროელექტროსადგურ ,,გუმათი 2“-ზე ხანძრის შემდეგ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შეძლებისდაგავრად ნაკებად მომხდარიყო გარმოს დაბინძურება. დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ადგილზე გამოძახება და პირველადი, გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება, ასევე, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყება.

სს ,,ენერო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გარემოს დაცვის სამსახურის მონაცემებით, ხანძრის შედეგად ნიადაგში და წყალში მოხდა არაუმეტეს 5,5 ტონა ზეთის ჩაღვრა. ტრანსფორმატორის დაღვრილი ზეთის რაოდენობის დადგენის მიზნით, ოპერატიულად მოხდა დამწვარი ზეთის რაიოდენობის გამოთვლა ხანძრის ფიზიკო-ქიმიური საფუძვლების გათვალისწინებით და ტრანსფორმატორის ზეთის წვის პარამეტრებზე დაყრდნობით.

სამივე სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, უკვე მოხერხდა მდინარე რიონის  ჩაღვრილი ზეთისგან გაწმენდა. იმისათვის რომ წყალში კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ზეთი არ ჩაღვრილიყო,  დროულად მოხდა ქვესადგურზე სანიაღვრე წყლების არხების განმხოლოება.  ახლა მიდინარეობს ნიადაგის კვლევა დაბინძურების ხარისხის დადგენის და გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები. უნდა აღინიშნოს, რომ ნადაგის დაბინძურება მოხდა მხოლოდ კომპანიის მფლობელობაში არსებული, დამწვარი ძალოვანი ტრანსფორმატორის მიმდებარე ტრიტორიაზე.

გარემოს დაბინძურების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოები მიდმინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რითაც კიდევ უფრო სწრაფად მოხერხდა გარემოს მძიმედ დაზიანების თავიდან აცილება.