ენერგია ნათელი მომავლისთვის!

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალი ფიდერი ააშენა

sachxereსს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ საჩხერეში ახალი 10 კვ ფიდერი ააშენა. აღნიშნული ფიდერი ხელს შეუწყობს საჩხერისა და მიმდებარე სოფლების ენერგომომარაგების გაუმჯობესებას. სამშენებლო სამუშაოები 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი უჯრედიც.

ახალი ფიდერის მეშვეობით,  საჩხერეში  აბონენტის ენერგომომარაგა უფრო საიმედო და სტაბილური გახდება, რაც აგრეთვე ხელს შეუწყობს ქალაქისთვის ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებას. ფიდერის მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა შედეგადაც განახლდა ქსელის ინფრასტრუქტურა.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის ქსელში.