ენერგია ნათელი მომავლისთვის!

აბონენტებთან ურთიერთობის დეპ. საჩივრების და რეგიონალური კოორდინაციის უმცროსი სპეციალისტი – შიდა ვაკანსია

თანამდებობის დასახელება: აბონენტებთან ურთიერთობის დეპ. საჩივრების და რეგიონალური კოორდინაციის უმცროსი სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 22 ნოემბერი, 2017

შიდა ვაკანსია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84% მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს საჩივრების და რეგიონალური კოორდინაციის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:

  • ინფორმაციული მომსახურების გაწევა როგორც მომხმარებლების, ასევე კომპანიის სამსახურებისთვის
  • მომხმარებლებისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანობისა და ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების შესახებ
  • უფლებამოსილების ფარგლებში მომხმარებლების დახმარება კომპანიის მიმართებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში არსებული, მიღებული და გადაცემული ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით
  • თვალყურს ადევნებს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და სამუშაოების შესრულების მიმდინარეობას
  • ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოს შესახებ
  • სექტორში არსებულ კანონმდებლობის და მარეგულილირებლის მიერ გამოცემულ დადგენილებების ცოდნა
  • მონიტორინგს უწევს კოპანიის ელ. ფოსტაზე შემუსულ აბონენტთა მომართვებს

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია შესაბამის სფეროში)
  • რუსული ენის ფლობა (სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობაც)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • წერისა და ანგარიშგების უნარი

 

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: internalvacancy@energo-pro.ge 2017 წლის 22 ნოემბერის ჩათვლით

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

ვაკანტურ პოზიციაზე განიხილება მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე პოზიციაზე დასაქმებულები არიან არანაკლებ ერთი წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

სააპლიკაციო ფორმა