ენერგია ნათელი მომავლისთვის!

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა „ენერგო-პრო ჯორჯია-ში

Prof_Memorandumiსს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განაგრძობს პროექტების განხორციელებას. ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა კომპეტენტური კადრების მოზიდვის მიზნით, კომპანიამ გააფორმა კიდევ ერთი მემორანდუმი კახეთში არსებულ პროფესიულ სასწავლებელთან სსიპ „საზოგაროებრი კოლეჯი აისი“.

„პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა არის კომპანიის სტრატეგიის ნაწილი – დარგში მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოთ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. სასწავლო წლის განმავლობაში კოლეჯის სტუდენტებს ექნებათ საშუალება გაიარონ საწარმოო პრაქტიკა  სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“. მოტივაციის ამაღლების მიზნით კი, წარჩინებულ მოსწავლეებს ჩვენი პროექტის ფარგლებში ვთავაზობთ ყოველთვიურ სტიპენდიას და რაც მთავარია, სწავლის დასრულების შემდეგ ვაძლევთ რეალური დასაქმების შესაძლებლობას ჩვენს კომპანიაში“ – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, ენერგო-პრო ჯორჯია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და საქართველოში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებთან.