ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ახალქალაქი-ნინოწმინდის მ/ც-ს მასალათა აღრიცხვისა და ტექნიკური დახმარების უფროსი სპეციალისტი

თანამდებობის დასახელება: ახალქალაქი-ნინოწმინდის მ/ც-ს მასალათა აღრიცხვისა და ტექნიკური დახმარების უფროსი სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: ახალქალაქი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17 იანვარი, 2018

 

შიდა ვაკანსია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84% მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს მასალათა აღრიცხვისა და ტექნიკური დახმარების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:

  •  მომსახურების ცენტრის სამოქმედო არეალში მიმდინარე პროექტების ორგანიზაცია და კონტროლი, პროექტებისთვის გათვალისწინებული მასალების ხარჯვის წარმოება ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება კომპანიაში დადგენილი წესით;
  •  ტექნიკური და კომერციული დანაკარგების შემცირების ღონისძიებების შემუშავება;
  •  მომსახურების ცენტრის ბალანსზე არსებული ელექტრიოდანადგარების, საკომუტაციო აპარატურის, სატრანსფორმატორო ქვესადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების სრულყოფილი ექსპლუატაციის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
  •  საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი ენერგეტიკული ტექნიკური განათლება;
  •  შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
  •  ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
  •  უსაფრთხოების V საკვალიფიკაციო ჯგუფი;
  •  მართვისა და ზედამხედველობის უნარი;
  •  კომუნიკაბელურობაგუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: internalvacancy@energo-pro.ge 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

ვაკანტურ პოზიციაზე განიხილება მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე პოზიციაზე დასაქმებულები არიან არანაკლებ ერთი წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

სააპლიკაციო ფორმა