ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ახალციხე-ადიგენის მ/ც-ის ოსტატი

თანამდებობის დასახელება: ახალციხე-ადიგენის მ/ც-ის ოსტატი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17 იანვარი, 2018
სამუშაო ადგილი: ახალციხე

შიდა ვაკანსია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84% მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.

სს «ენერგო-პრო ჯორჯია» აცხადებს კონკურსს ახალციხე-ადიგენის მ/ც-ის ოსტატი თანამდებობაზე.

მოვალეობები:

  •  ელდანადგარების მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების ტექნიკური მომსახურეობისა და სარემონტო სამუშაოების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
  •  ტექნიკური და კომერიული დანაკარგების შემცირების ღონისძებებში მონაწილეობის მიღება;
  •  საექსპლუატიაციო უბანში პერიოდული ინსტუქტაჟების, ავარიასაწინააღმდეგო და ხანძარსაწინააღმდეგო ვარჯიშების ჩატარება;
  •  საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძღო უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების მოთხოვნათა მკაცრი დაცვით;
  •  საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის სესრულებისთვის

საჭირო კვალიფიკაცია:

  •  უმაღლესი ენერგეტიკული / ან პროფტექნიკური განათლება
  •  სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  •  ქართული და რუსული ენის ფლობა
  •  უსაფრთხოების V საკვალიფიკაციო ჯგუფი;
  •  მართვისა და ზედამხედველობის უნარი;
  •  კომუნიკაბელურობა.
  •  გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: internalvacancy@energo-pro.ge 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

ვაკანტურ პოზიციაზე განიხილება მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე პოზიციაზე დასაქმებულები არიან არანაკლებ ერთი წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

სააპლიკაციო ფორმა