ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

logoზაფხულისთვის მზადების ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აგრძელებს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიამ დაბა ურეკში ახალი მაღალი ძაბვის მიწისქვეშა ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება.

სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს ძველი კაბელის დემონტაჟი და იჭიმენა ახალი მიწისქვეშა სადენი, რის შედეგადაც დაბა ურეკის აბონენტების ენერგომომარაგება უფრო სტაბილური გახდებაა. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.