ენერგია ნათელი მომავლისთვის!

მესტიის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

Mestiaსს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით. მესტიაში მიმდინარეობს მაღალი ძაბვის ქვესადგურის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა მესტიის ენერგომომარაგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მაღალი ძაბვის ქვესადგურ ხუდონში განხორციელდა სხვადასხვა მაღალი ძაბვის მოწყობილობების რეაბილიტაცია, ამორტიზირებული მოწყობილობები  რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული გამორთვების ალბათობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს მესტიისა და მესტიის რაიონის 2000-მდე აბონენტისთვის.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.