ენერგია ნათელი მომავლისთვის!

კახეთის რამდენიმე სოფლის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

logoსს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით. ამ დროისთვის კომპანია 0,4 კვ ქსელის სარეაბნილიტაციო სამუშაოებს კახეთში ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, იცვლება ამორტიზირებული ქსელის ინფრასტრუქტურა ახალი დგარებითა და საკაბელო სისტემებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი 3000 აბონენტისთვის ქალაქ ლაგოდეხში, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში, გურჯაანის რაიონის სოფლებში ძირკოკი და მზისგული, სიღნაღის რაიონის სოფელ წნორსა და ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურში.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.