ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ზუგდიდის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

logoსს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომსახურების არეალის მასშტაბით ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. კომპანიამ ზუგდიდში ორი ახალი მიწისქვეშა კაბელის მონტაჟი განახორციელა, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება ზუგდიდის ცენტრალური უბნების ენერგომომარაგება.

სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა ამორტიზირებული საჰაერო ხაზის დემონტაჟი და დამონტაჟდა ახალი საკაბელო სისტემა – გაიჭიმა ორი ახალი კაბელი, რის შედეგადაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ენერგომომარაგება ზუგდიდში უფრო სტაბილური გახდება. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.