ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ჩითახევჰესის აგრეგატის რეაბილიტაციაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

logoსს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ წარმატებით დაასრულა ჩითახევჰესზე მე-3 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. აღნიშნული პროექტის შედეგად, მნიშვნეოვნად გაიზარდა ჰესის მუშაობის მდგრადობა. 7 მეგავატიანი აგრეგატის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია ჩითახევში დაიწყო 2015 წლის 1 დეკემბერს და დასრულდება 2018 წლის იანვარში. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზნით, კომპანიამ  განახორციელა 2 000 000 ევროზე მეტი ინვესტიცია.

ჩითახევჰესზე სამუშაოების შედეგად,  განხორციელდა მესამე ჰიდროაგრეგატის მთლიანი რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა ახალი შეზეთვისა და გაციების სისტემები, სიჩქარის რეგულატორი და ახალი გენერატორი. მოდერნიზაციის შედეგად, დამონტაჟდა  თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა (SCADA) და თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვები.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას კომპანიის სხვა ჰიდროელექტროსადგურებზეც, რის შედეგადაც უმჯობესდება სადგურების ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის გამომუშავების მდგრადობა.