ენერგია ნათელი მომავლისთვის!

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს

emplymentსს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“ იწყებს. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული, საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი (მე-3, მე-4) კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს ექნებათ შესაძლებლობა კომპანიაში გაიარონ 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.

“შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სათაო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი),  შემდეგ მიმართულებებში: მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია, ელ. მრიცხველების ლაბორატორია, გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები), შრომის უსაფრთხოება, ენერგოზედამხედველობა, დისპეჩერიზაცია, „SCADA” და „GIS” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრის) და სხვა.” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს  მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19) 7 ივლისს, 11:00 საათზე; აგრეთვე, რეგიონალურ ოფისებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) 4-დან 7 ივლისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeUxIBUQeIp-_MyeNu_DrsSahPMdxFGlkEGbZdPmlGM4tsbtw/viewform?usp=sf_link

სტუდენტთა, საბოლოო შერჩევის პროცესში, 12-დან 14 ივლისის ჩათვლით,  კანდიდატებს მოეთხოვებათ პრეზენტაციის გაკეთება, თავისუფალ თემაზე – „მომავლის ენერგეტიკა“ , რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების შერჩევა.

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, განაგრძობს სხვადასხვა პროექტების დანერგვას.