ენერგია ნათელი მომავლისთვის!

მდინარე მტკვარის დონე თბილისსა და მცხეთაში 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

thumbnail5 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა–გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. გარეცხვითი სამუშაოები განხორციელედება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და  გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში,  რაც გამოიწვევს  ზაჰესის და ორთაჭალჰესის 3 დღიან გაჩერებას. ამასთან, ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ხდება ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად. შედეგად, თბილისში და მცხეთაში, მდინარე მტკვარის კალაპოტში  წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას.