ენერგია ნათელი მომავლისთვის!

საჩხერის მ/ც-ის უბნის მენეჯერი

თანამდებობის დასახელება: საჩხერის მ/ც-ის უბნის მენეჯერი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: საჩხერე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17 იანვარი, 2018

შიდა ვაკანსია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84% მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს შიდა კონკურსს საჩხერის მ/ც-ის უბნის მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:

 

  •  მომსახურების ცენტრის გამართული მუშაობა დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, დასახული მიზნების, გეგმების განუხრელად განხორციელება და კონტროლი;
  •  ელ.ენერგიის დარიცხვისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა მომხმარებლებზე;
  •  დარიცხულ კილოვატებზე თანხის სრული ამოღება, კარგვის მინიმუმამდე შემცირება;
  •  ფილიალის და მომსახურეობის ცენტრების მიერ მიღებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ანალიზის უზრუნველყოფა.
  •  საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება);
  •  სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე;
  •  რუსული ან ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  მართვისა და ზედამხედველობის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;

 

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: internalvacancy@energo-pro.ge 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

სააპლიკაციო ფორმა