ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ცენტრალური სადისპეტჩეროს უფროსი მორიგე დისპეტჩერი – შიდა ვაკანსია

თანამდებობის დასახელება: ცენტრალური სადისპეტჩეროს უფროსი მორიგე დისპეტჩერი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2018

შიდა ვაკანსია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84% მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს უფროსი მორიგე დისპეტჩერის თანამდებობაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:

  •  სადისპეტჩერო ქვეგანყოფილების მართვა
  •  გამგეობაში არსებული ქსელის ოპერატიული მართვა
  •  საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი ენერგეტიკული განათლება
  •  ცენტრალურ სადისპეტჩეროზე მოქმედ მორიგე დისპეტჩერად მუშაობის გამოცდილება
  •  ენერგეტიკაში მაღალ ძაბვაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
  •  სასურველია ელექტროსადგურებში მუშაობის გამოცდილება.
  •  6-10-04 კვ-ის ქსელის ცოდნა.
  •  კომუნიკაბელურობა
  •  სწრაფი აზროვნება.
  •  MS Office პროგრამების ცოდნა
  •  რუსული ენის ცოდნა აუცილებელია.
  •  გუნდური მუშაობის უნარი;

 

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: internalvacancy@energo-pro.ge 2018 წლის 20 ივნისი ჩათვლით

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

ვაკანტურ პოზიციაზე განიხილება მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე პოზიციაზე დასაქმებულები არიან არანაკლებ ერთი წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

სააპლიკაციო ფორმა