ენერგია ნათელი მომავლისთვის!

პროექტირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მშენებელი-ხარჯთაღმრიცხველი)

თანამდებობის დასახელება: პროექტირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მშენებელი-ხარჯთაღმრიცხველი)
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 22 აპრილი, 2018

შიდა ვაკანსია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84% მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს პროექტირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:

  •  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საქართველოს სახელმწიფოში მომქმედი კანონმდებლობისა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’-ს შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად;
  •  სამშენებლო დოკუმენტის საფუძველზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა;
  •  საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე მოკვლევის ჩატარება, სადეფექტო აქტების შედგენა და ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენა შემდგომი პროექტირებისათვის;
  •  მშენებლობის პროცესში სამუშაოების შესრულების ხარისხისა და მათი საპროექტო დოკუმენტაციასთან (მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან) შესაბამისობის კონტროლი;
  •  მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების სტანდარტებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობისა და მათი ხარისხის კონტროლი;
  •  საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად, უშუალოდ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოების ადგილზე, სამშენებლო დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
  •  მშენებლობის ორგანიზაციის პროექტების მომზადება;
  •  ქვეგანყოფილების/განყოფილების უფროსისათვის შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოვედღიურად ანგარიშის წარდგენა.

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი ტექნიკური განათლება – ინჟინერ-მშენებელი;
  •  მსგავს თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
  •  ენების ცოდნა: რუსული – სავალდებულო, ინგლისური – სასურველი;
  •  კომპიუტერული პროგრამები: MS Office – სავალდებულო, CorelDraw, Auto CAD, ArcGis -სასურველი.
  •  სასურველია შეეძლოს მსუბუქი ქვტომობილის მართვა.

 

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: internalvacancy@energo-pro.ge 2018 წლის 25 აპრილის ჩათვლით

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

ვაკანტურ პოზიციაზე განიხილება მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე პოზიციაზე დასაქმებულები არიან არანაკლებ ერთი წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

სააპლიკაციო ფორმა