ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ჩვენ შესახებ

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ჩეხური ენერგო–პრო ეი–ეს–ის მფლობელობაში არსებული კომპანია. კომპანია შემოვიდა საქართველოს ენერგო ბაზარზე 2007 წლის 29 ივნისს. აბონენტების რაოდენობისა და მომსახურების ტერიტორიის გათვალისწინებით, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდ კომპანიას ამიერკავკასიის რეგიონში. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ენერგო–პრო ჯგუფის წევრი; ენერგო–პრო ჯგუფი თავის მხრივ ფლობს ენერგო ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, თურქეთსა და სომხეთში. ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება დღეს შეადგენს 650 მლნ ევროს.

მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ბიზნესის გაფართოვებას; ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ელექტროენერგიის გაცვლის საქმიანობაში საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და ა.შ. ჩვენ ვაშენებთ ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს და ვავითარებთ ელექტროენერგიის ბარტერულ მექანიზმს რომ გავზარდოთ გადაცემული ელექტროენერგიის მოცულობა.

ჩვენი აბონენტებისთვის ხარისხიანი ენერგო მომარაგების მიზნით, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები, იმისათვის რომ განვავითაროთ და მატერიალურად ვუზრუნველჰყოთ ჩვენს მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის ობიექტები, მოვახდინოთ ქსელის რეაბილიტაცია და გავაუმჯობესოთ მომსახურება.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ენერგო საქართველოს სექტორის უსფრთხო განვითარებას; ამდენად, ჩვენ განვაგრძობთ ქმედებას მდგრადი ენერგო გარემოს შესაქმნელად ჩვენი აბონენტების და ქართული საზოგადოებისთვის ზოგადად.