ენერგია ნათელი მომავლისთვის!

მოკლე ისტორია

თავდაპირველად, ენერგო აქტივების პირდაპირი წესით ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წელს საქართველოს ენერგო ბაზარზე შემოსვლისას ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიამ შეიძინა 6 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგური (აწჰესი, რიონჰესი, გუმათ ჰესების კასკადი, ძევრულჰესი, შაორჰესი და ლაჯანურჰესი) და 2 ენერგო სადისტრიბუციო კომპანია (აჭარის ენერგო კომპანია და გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია); მოგვიანებით ჩვენმა ბიზნესმა დაიწყო წარმატებული ზრდა, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს ჩამოყალიბებას ერთერთ ყველაზე მსხვილ ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების კომპანიად.

ამჟამად ჩვენ ვფლობთ და ვამუშავებთ 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურებს საერთო ჯამური სიმძლავრით 469,25 მგვტ. ჩვენი გენერაციის აქტივები მოიცავენ რიონჰესს (დადგმული სიმძლავრე 48 მგვტ), გუმათ ჰესების კასკადს (1 დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ და 2 დადგმული სიმძლავრე 22,8 მგვტ), შაორჰესი (დადგმული სიმძლავრე 38,4 მგვტ), ძევრულჰესი (დადგმული სიმძლავრე 80 მგვტ), ლაჯანურჰესი (დადგმული სიმძლავრე 112,5 მგვტ), აწჰესი (დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ), იორის კასკადი (სიონჰესი 9.14 მგვტ, საცხენჰესი 14 მგვტ, მარტყოფჰესი 3.84 მგვტ), ჩითახევჰესი (დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ), ორთაჭალჰესი (დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ), ზაჰესი (დადგმული სიმძლავრე 36.8 მგვტ), კინკიშაჰესი (დადგმული სიმძლავრე 1.4 მგვტ) და ჩხორჰესი (დადგმული სიმძლავრე 3.35 მგვტ); ჩვენ აგრეთვე ვფლობთ და ვამუშავებთ გარდაბნის გაზის ელექტროსადგურს დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ.

გენერაციის გარდა ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი. ჩვენი მომსახურების არეალი შეადგენს 47 265 კმ2 (ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%) და ვემსახურებით 1 000 000-ზე მეტ აბონენტს.

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 5200 პროფესიონალი. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და თანაბარ დასაქმების შესაძლებლობებს ვუქმნით ადამიანებს რეგიონებში.