ენერგია ნათელი მომავლისთვის!

მფლობელები და ჯგუფი

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ენერგო–პრო ეი–ეს შვილობილი კომპანია და ენერგო–პრო ჯგუფის სრულფასოვანი წევრი. ენერგო–პრო ჯგუფი, თავისმხრივ, აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოში და თურქეთში.

ენერგო–პრო ეი–ეს დაარსდა 1994 წელს ჩეხეთის ქალაქ სვიტავში. მოგვიანებით კომპანიის საქმიანობა განვითარდა და გადაიქცა წარმატებულ ბიზნესად. დღესდღეობით ენერგო–პრო ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება აღემატება 650 მლნ ევროს. ჩვენ ვართ ექსპერტები ჰიდროენერგეტიკაში და გვაქვს საქმიანი ინტერესი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აგრეთვე შავი ზღვისპირეთში და კავკასიაში. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები საერთაშორისო ენერგო ვაჭრობაში. ჩვენ ვემსახურებით 2 000 000-ზე მეტ აბონენტს და გენერაციის კუთხით ვფლობთ 860 მგვტ–ზე მეტ დადგმულ სიმძლავრეს. ენერგო–პრო ჯგუფში დასაქმებულია 8000 თანამშრომელი.

დამატებითი ფაქტები:

გარემოსთან მეგობრული ენერგო გენერაცია 4.00 ტერავატ/სთ წელიწადში.