eng

news

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჩეხეთის ელჩმა, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერეს

23 აპრილი, 2021
 
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელა მარკსოვამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ და ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ ზაჰესის ჰიდროექეტროსადგური დაათვალიერეს. სს ,,ენერგო–პრო ჯორჯია გენარაცია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩეხური კომპანია, რომელიც საქართველოს ენერგობაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან.

ზაჰესში გამართული შეხვედრისას, ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ წარმომადგენლებმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ, სტუმრებს დაათვალიერებინეს ჰიდროელექტროსადგური, ასევე გააცნეს ინფორმაცია ,,ენერგო-პროს“ საქმიანობის შესახებ საქართველოში. ხაზი გაესვა კომპანიის მნიშვნელობას და განხორციელებული საინვესტიციო პროექტების აუცილებლობას.

,,ენერგო-პრო“ 2007 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ინვესტიციას ქვეყანაში. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის მაღალი რანგის სტუმრებს ვმასპინძლობთ, დავათვალიერებინეთ ,,ენერგო-პროს“ მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰიდროელექტროსადგური - ზაჰესი. იმის გათვალისწინებით, რომ ზაჰესი არის 94 წლის, შეიძლება ითქვას, ეს ობიექტი ერთის მხრივ უკვე წარმოადგენს მუზეუმს, ხოლო მეორეს მხრივ, წარმატებით განაგრძობს ექსპლუატაციაში ყოფნას და უზრუნველჰყოფს მნიშვნელოვანი ოდენობის ელექტროენერგიის გენერირებას“ - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

ბოცვაძის თქმით, ,,ენერგო-პრო ჯგუფისთვის“ პატივია ფლობდეს მსგავსი ისტორიის მქონე ენერგოობიექტებს საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ოპერირება წარმატებით გრძელდება, შედეგად - საკმაოდ მძიმე მდგოამრეობაში არსებული ჰიდროსადგურები, დღეის მდგომარეობით არამხოლოდ საპროექტო სიმძლავრეებს აფიქსირებენ, არამედ ხდება მათი დადგმული სიმძლავრეების ზრდაც. მაგ: მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული და ათობით მილიონი ლარია ინვესტირებული ლაჯანურჰესის, გუმათის კასკადის და რიონის ჰიდროელექტროსადგურებში.

,,ვფიქრობთ, უალტერნატივოდ სწორი მიდგომაა, რომ პირველ რიგში უნდა შენარჩუნდეს ქვეყანაში უკვე არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა, გენერირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი კი კვლავ მაქსიმალურ ნიშნულს უნდა უახლოვდებოდეს, რაიმე სახის დანაკარგი გამორიცხული უნდა იყოს“- დასძინა ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა.
28 დეკემბერი, 2020

ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ვრცლად
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხურ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად