eng

news

ჩითახევჰესის აგრეგატის რეაბილიტაციაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

18 იანვარი, 2018
სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ წარმატებით დაასრულა ჩითახევჰესზე მე-3 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. აღნიშნული პროექტის შედეგად, მნიშვნეოვნად გაიზარდა ჰესის მუშაობის მდგრადობა. 7 მეგავატიანი აგრეგატის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია ჩითახევში დაიწყო 2015 წლის 1 დეკემბერს და დასრულდება 2018 წლის იანვარში. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზნით, კომპანიამ განახორციელა 2 000 000 ევროზე მეტი ინვესტიცია.

ჩითახევჰესზე სამუშაოების შედეგად, განხორციელდა მესამე ჰიდროაგრეგატის მთლიანი რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა ახალი შეზეთვისა და გაციების სისტემები, სიჩქარის რეგულატორი და ახალი გენერატორი. მოდერნიზაციის შედეგად, დამონტაჟდა თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა (SCADA) და თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვები.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას კომპანიის სხვა ჰიდროელექტროსადგურებზეც, რის შედეგადაც უმჯობესდება სადგურების ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის გამომუშავების მდგრადობა.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად