eng

news

მწვანე კონცხის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

22 მარტი, 2018
საკურორტო ზონებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის ქვესადგურ მახინჯაურის რეაბილიტაციას ახორციელებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება მწვანე კონცხის ენერგომომარაგება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულ სამუშაოებში 250 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურ მახინჯაურში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაღალი ძაბვის მოწყობილობებს, რის შედეგადაც 3 000 აბონენტის ენერგომომარაგება მწვანე კონცხზე უფრო სტაბილური გახდება. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზარდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.