eng

news

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქუთაისში გამწვანების აქცია მოაწყო

06 აპრილი, 2016
"ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლებმა" რიონჰესის” არხის მიმდებარედ მუხის ნერგები დარგეს. 120 ძირი მუხა დაირგო მუხნარის ტყის იმ მონაკვეთზე, სადაც ხეების დიდი ნაწილი დაზიანებული და გამხმარი იყო. კომპანიის ინიციატივით, პირველ რიგში გამწვანდა ის ტერიტორია, რომელიც ამ კუთხით განსაკუთრებით საჭიროებდა ყურადღების მიქცევას. სხვა მიმდინარე პროექტებთან ერთად, ენერგო-პრო ჯორჯიასთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი საკითხები.

მუხნარის ტყის გამწვანების პროექტზე აქტიურად მუშაობდა ენერგო-პრო ჯორჯიას ეკოლოგი, რომელმაც შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შეარჩია დარგვის პერიოდი და ხეების სახეობა.

„ქართული მუხის ხის ენდემური სახეობა შეირჩა მუხნარის ტყის კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით. აღნიშნული აქციით, ჩვენ მცირე წვლილს შევიტანთ მუხნარის ტყეში მუხის ხეების შენარჩუნებისთვის, რადგან ზოგადად მუხა წითელ წიგნშია შეტანილი“ – განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას ეკოლოგმა მარიამ მჭედლიშვილმა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ ცენტრალური ფილიალის და რიონჰესის თანამშრომლებმა. კომპანია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად