eng

news

ენერგო–პრო ჯორჯია ეკოლოგიის დაცვისთვის აქტიურ ღონისძიებებს ატარებს

08 მაისი, 2014
სს ენერგო–პრო ჯორჯიას მფლობელობაში არსებულ ჰესებზე ეკოლოგიური ნორმები მაქსიმალურად დაცულია. ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და ეკოსისტემების დაცვა კომპანიის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, სს ენერგო–პრო ჯორჯიას მფლობელობაშია 14 ჰიდრო და 1 გაზის ელექტროსადგური, რომლებზედაც გარემოსდაცვის კუთხით, კომპანიის ჰიდროენერგო დეპარტამენტის ეკოლოგის მიერ ხორციელდება სისტემატური კონტროლი. ყველა სადგურზე მაქსიმალურად დაცულია გარემოს დაცვის და ეკოლოგიური მოთხოვნები; მინიმუმამდე არის დაყვანილი გარემოს დაბინძურების შემთხვევები ქვესადგურებში, მუდმივად მიმდინარეობს სატრანსფორმატორო პუნქტებში ზეთის შესაძლო გაჟონვის პრევენციული სამუშაოები. მუდმივად კონტროლდება ზეთის ხარისხი; მაგალითად, სიონჰესზე ჩატარებული შემოწმების შედეგად შემოწმდა ნარჩენი ზეთები და დადგინდა, რომ ზეთში საშიში და ტოქსიკური ნივთიერებების (პოლიქლორირებული ბიფენილების PCBs) შემცველობა არა მხოლოდ არ აღემატება, არამედ ბევრად ნაკლებია დადგენილ ნორმაზე. აღნიშნული კი ეკოლოგიური გარემოს სისუფთავის დაცვის თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია.
 
იორის კასკადზე მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს წყლის ხარისხის მონიტორინგიც. კერძოდ, ყოველ 3 თვეში ერთხელ ენერგო–პრო ჯორჯიას ეკოლოგი იღებს წყლის ნიმუშებს და შემდეგ ამოწმებს მათ შესაბამის სერტიფიცირებულ ლაბირატორიაში. აღნიშნულის შედეგად მოწმდება წყლის ხარისხის ზღვრული–დასაშვები კონცენტრაცია, რომელიც არა თუ ნორმის ფარგლებშია, არამედ ბევრად უფრო სუფთაა. იორის კსაკადიდან წამოსული წყალი ჩაედინება თბილისის ზღვაში და შესაბამისი ინსტანციების გავლის შემდეგ მიეწოდება მოსახლეობას სასმელი წყლის სახით.

„ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტები, გენერაციასა და დისტრიბუციაში, სრულიად აკმაყოფილებენ გარემოსდაცვით მოთხოვნებს, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქმედებებით მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და თავიდან ავიცილოთ გარემოზე ზემოქმედების ნეგატიური შედეგები ეკოლოგიური თვითმონიტორინგის განხორციელების გზით“, – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ეკოლოგმა მარიამ მჭედლიშვილმა.

გარემოს დაცვის და უსაფრთხოების კუთხით კომპანიის პერსონალს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ელექტროსადგურების გამართულ მუშაობასთან მუდმივად უტარდებათ სწავლება და ტესტირება, რაც ხელს უწყობს კომპანიის ტექნიკური ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლებას.
ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოების მიმართ. 2014 წლის 22 აპრილს ქართული მწვანე ბიზნესის კონკურსში მონაწილეობისთვის საქართველოს გარემოსდაცვის სამინისტროსგან სს ენერგო–პრო ჯორჯიამ მიიღო მადლობის სიგელი.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად