eng

news

ენერგო–პრო ჯორჯია გარემოს დაცვის კუთხით ახალ პროექტს იწყებს

21 ოქტომბერი, 2014
ენერგო–პრო ჯორჯია გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. კომპანიის ინიციატივით ენერგო–პრო ჯორჯიას ქუთაისის მომსახურების ცენტრში სამუშაო შეხვედრა, საღორიის ტყის ეკოსისტემის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების თემაზე გაიმართა.

პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება იმ ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებენ საღორიის ტყეში მუხნარის გადარჩენას, აღდგენასა და დაცვას. ამისთვის, ენერგო–პრო ჯორჯია გეგმავს კომპანიის მფლობელობაში არსებული რიონის ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო არხის მარცხენა მხარეს არსებული დაჭაობებული უბნების დასაშრობი ღონისძიებების განხორციელებას.

„ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და ეკოსისტემების დაცვა ენერგო–პრო ჯორჯიას ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ეკოლოგიურმა სამსახურმა განახორციელა დაჭაობებული უბნების კვლევა და შეიმუშა მისი დაშრობის საინჟინრო-მელიორაციული ღონისძიებების პროექტი. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს დაზიანებული მუხნარის აღდგენისა და დამატებით ფიტო-მელიორაციული სამუშაოების ჩატარებას, რაც გულისხმობს ევკალიპტების დარგვას ჭაობის ამოშრობის მიზნით“– განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ეკოლოგმა მარიამ მჭედლიშვილმა.

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოების მიმართ, შესაბამისად კომპანია სისტემატურად ატარებს გარემოსდაცვის ღონისძიებებს.
13 მარტი, 2020

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).
ვრცლად
30 იანვარი, 2020

„ენერგო-პრომ“ 2019 წლის ანგარიში ქვემო ქართლში წარადგინა

"ენერგო-პრო"-ს მენეჯმენტმა, 2019 წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან გამართა. მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ განახორიცელა 112.2 მლნ ლარის ინვესტიცია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 122 მლნ. ლარი გადაიხადა. განხორიცლებელი ინვესტიციები მოხმარდა როგორც დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროქსელის განვითარებას, ასევე გენერაციის ობიექტების, ჰესების რეაბილიტაციას. „გუმათი 1“ ჰესის და „რიონჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 4,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. 2019 წელს კომპანიის მიერ შესყიდულმა და გატარებულმა ელექროენერგიამ ჯამურად 5 381 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო განაწილებული და გატარებული ელეტქროენერგიის ჯამი შეადგენს 4 844 მილიონ კვტ/სთ. ქსელში დანაკარგები დაფიქსირდა 537 მოლიონი კვტ/სთ, რაც 9.97%-ს შეადგენს.
ვრცლად