eng

news

ენერგო–პრო ჯორჯიას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა

05 ივნისი, 2014
დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ–ნ. ლუბომირ ზაორალეკმა ჩეხეთის დელეგაციის წევრებთან ერთად ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა. 

სს ენერგო–პრო ჯორჯია არის ერთერთი ყველაზე მსხვილი ჩეხური კომპანია, რომელიც საქართველოს ენერგო ბაზარზე მოღვაწეობს 2006 წლიდან. ზაჰესში გამართული შეხვედრისას კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ენერგო–პრო ჯორჯიას საქმიანობა საქართველოში; კერძოდ, კომპანიის მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციები როგორც ქსელის რეაბილიტაციისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების კუთხით, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტრო სადგურებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტების შესახებ.

შემოსვლიდან დღემდე ენერგო–პრო ჯორჯიამ განახორციელა 450 მლნ ლარის ინვესტიცია დისტრიბუციის, ხოლო 50 მლნ ლარის ინვესტიცია გენერაციის სფეროში.

ამჟამად, სს ენერგო–პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურებს საერთო ჯამური სიმძლავრით 469,25 მგვტ. კომპანიის გენერაციის აქტივები მოიცავენ რიონჰესს (დადგმული სიმძლავრე 48 მგვტ), გუმათ ჰესების კასკადს (1 დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ და 2 დადგმული სიმძლავრე 22,8 მგვტ), შაორჰესი (დადგმული სიმძლავრე 38,4 მგვტ), ძევრულჰესი (დადგმული სიმძლავრე 80 მგვტ), ლაჯანურჰესი (დადგმული სიმძლავრე 112,5 მგვტ), აწჰესი (დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ), იორის კასკადი (სიონჰესი 9.14 მგვტ, საცხენჰესი 14 მგვტ, მარტყოფჰესი 3.84 მგვტ), ჩითახევჰესი (დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ), ორთაჭალჰესი (დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ), ზაჰესი (დადგმული სიმძლავრე 36.8 მგვტ), კინკიშაჰესი (დადგმული სიმძლავრე 1.4 მგვტ) და ჩხორჰესი (დადგმული სიმძლავრე 3.35 მგვტ); კომპანია აგრეთვე ფლობს და ამუშავებს გარდაბნის გაზის ელექტროსადგურს დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ.

გენერაციის გარდა ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი. კომპანიის მომსახურების არეალი შეადგენს 47 265 კმ2 (ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%) და ემსახურება 980 000 აბონენტს.

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 5200 პროფესიონალი. კომპანია ქმნის სამუშაო ადგილებს და თანაბარ დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს რეგიონებში.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად