eng

news

გარდაბნის აირტურბიონულ ელექტროსადგურ „ჯიფაუერ“-ში ხანძრის საჩვენებელი სიმულაცია განხორციელდა

11 მარტი, 2016
გარდაბნის აირტურბიონულ ელექტროსადგურზე დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო მობილიზებული. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შვილობილ კომპანიაში შპს „ჯიფაუერ“-ში სახანძრო-სამაშველო ვარჯიშები ჩატარდა. გარდაბნის აირტურბიონულ ელექტროსადგურზე მოეწყო ხანძრის საჩვენებელი სიმულაცია, რომლის დროსაც გამოცხადდა ელექტროსადგურის პერსონალის სრული ევაკუაცია და ინსცინირებული ხანძრის კერაში სამაშველო ბრიგადების განლაგება. სცენარის თანახმად, „ჯიფაუერ“-ის ენერგობლოკის ერთერთ ტურბინაზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სრული მობილიზაცია მოახდინა სამაშველო სამსახურმა და წყლის ჭავლის მეშვეობით ჩააქრო ტურბინაზე გაჩენილი ხანძარი; გარდა ამისა, სწავლების ფარგლებში, სიმულაცია განხორციელდა ქიმიური ხსნარების შესანახ სასაწყობო კონტეინერში. კონტეინერში სცენარის თანახმად, მოხდა ქიმიური ნივთიერების გაჟონვა, ხანძარი და მისი ლიკვიდაცია.

მსგავსი ტიპის საჩვენებელი სახანძრო ვარჯიშები პირველად ჩატარდა შპს „ჯიფაუერ“-ის აირტურბინულ სადგურზე. სწავლების მიზანს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის დროს, აირტურბინული ელექტროსადგურის პერსონალისა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფების კოორდინირებული მოქმედებები, აგრეთვე სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავება. მომავალში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გეგმავს მსგავსი პრაქტიკის დანერგვას კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზეც.
13 მარტი, 2020

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).
ვრცლად
30 იანვარი, 2020

„ენერგო-პრომ“ 2019 წლის ანგარიში ქვემო ქართლში წარადგინა

"ენერგო-პრო"-ს მენეჯმენტმა, 2019 წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან გამართა. მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ განახორიცელა 112.2 მლნ ლარის ინვესტიცია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 122 მლნ. ლარი გადაიხადა. განხორიცლებელი ინვესტიციები მოხმარდა როგორც დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროქსელის განვითარებას, ასევე გენერაციის ობიექტების, ჰესების რეაბილიტაციას. „გუმათი 1“ ჰესის და „რიონჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 4,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. 2019 წელს კომპანიის მიერ შესყიდულმა და გატარებულმა ელექროენერგიამ ჯამურად 5 381 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო განაწილებული და გატარებული ელეტქროენერგიის ჯამი შეადგენს 4 844 მილიონ კვტ/სთ. ქსელში დანაკარგები დაფიქსირდა 537 მოლიონი კვტ/სთ, რაც 9.97%-ს შეადგენს.
ვრცლად