eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 2017 წლის ანგარიში წარადგინა

01 თებ, 2018
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტმა, 2017 წლის მუშაობის ანგარიში და 2018 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ბათუმში, მედიის წარმომადგენლებს გააცნო.
 
2017 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გააუმჯობესა მაჩვენებლები: აბონენტთა მომსახურების ხარისხის ზრდის მიზნით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. 2017 წელს წარმატებით დასრულდა აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყველა აბონენტს დაუმონტაჟდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები; კომპანიის გაფართოებისა და განვითარების გეგმის ფარგლებში, 2017 წლის აგვისტოში სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეიძინა კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, რითაც გაზარდა მომსახურების არეალი და გახდა ერთერთი უმსხვილესი ენერგოკომპანია საქართველოში. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2017 წლის ოქტომბერში ,,BB Stable“ რეიტინგის მიღება, რომელიც კომპანიას Fitch Ratings-მა მიანიჭა. აღნიშნული რეიტინგი ხაზს უსვავს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში; 2017 წელს წარმატებით დაინერგა კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის სისტემა IFS; კომპანიის კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებელი.

ანგარიშის წარდგენისას, აქცენტები გაკეთდა როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზე, ასევე 2017 წელს ქსელში განხორცილებულ საინვესტიციო პროექტებზე. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 2017 წელს 89 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2018 წელს 92 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.

ჟურნალისტებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია 2018 წლის დაგეგმილი სამუშაოების და პრიორიტეტების შესახებ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმეტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.