eng

news

მდინარე მტკვარის დონე თბილისში 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

01 ივნისი, 2020
2 ივნისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ორთაჭალჰესზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს ორთაჭალჰესის 1 დღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. აღნიშნული სამუშაოები განხორციელედება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად