eng

news

საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა

27 ივნისი, 2019
ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ „გუმათი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრგატის რეკოსტრუქცია დაასრულა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. ჰიდროაგრეგატის დადგმული სიმძლავრე 11 მგვტ.-დან 12.7 მგვტ.-მდე გაიზარდა. კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ავითვისოთ საქართველოში არსებული სიმძლავრეები, მით უმეტეს, როცა საუბარი უკვე არსებული ჰესების მოდერნიზებას ეხება. „გუმათჰესი 1“-ში ჩვენს მიერ ჩატარებული რეკონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს ამ ჰესის გამომუშავება და საპროექტო სიმძლავრე გავზარდოთ. ენერგო-პრო აგრძელებს მის მფლობელობაში არსებულ ჰესების რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც ვახორციელებთ,“ - აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

„გუმათი 1“-ის მეორე ჰიდროაგრეგატის სრული რეკონსტრუქციის პროექტი დაახლოებით 2 წელი მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი გენერატორის სტატორი, რომელიც სლოვენიაში დამზადდა,აეწყო საქართველოში და უახლესი ტიპის დანადგარს წარმოადგენს. ასევე სლოვენიაშია დამზადებული ახალი მუშა თვალი. გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატის კვანძებს, გარემონტდა დეტალები, დამონტაჟდა შეზეთვის და გაციების სისტემები, თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, ციფრული სარელეო დაცვები და ა.შ. სარეკონსტრუქციო და სამონტაჟო სამუშაოები მთლიანად ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის თანამშრომლებმა შეასრულეს.
30 იანვარი, 2020

„ენერგო-პრომ“ 2019 წლის ანგარიში ქვემო ქართლში წარადგინა

"ენერგო-პრო"-ს მენეჯმენტმა, 2019 წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან გამართა. მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ განახორიცელა 112.2 მლნ ლარის ინვესტიცია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 122 მლნ. ლარი გადაიხადა. განხორიცლებელი ინვესტიციები მოხმარდა როგორც დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროქსელის განვითარებას, ასევე გენერაციის ობიექტების, ჰესების რეაბილიტაციას. „გუმათი 1“ ჰესის და „რიონჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 4,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. 2019 წელს კომპანიის მიერ შესყიდულმა და გატარებულმა ელექროენერგიამ ჯამურად 5 381 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო განაწილებული და გატარებული ელეტქროენერგიის ჯამი შეადგენს 4 844 მილიონ კვტ/სთ. ქსელში დანაკარგები დაფიქსირდა 537 მოლიონი კვტ/სთ, რაც 9.97%-ს შეადგენს.
ვრცლად
30 იანვარი, 2020

მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მომხამრებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა. აღნიშნული პრობლემის შესახებ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ დღეს, ქ რუსთავში რეგიონალური მედიისთვის, 2019 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. 2019 წლის დეკემბრში, მესტიის რაიონმა მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში, ერთად აღებულმა 19 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა, ეს რაიონებია: ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერ, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ბაღდათი, ქედა, შუახევი, წალკა, ხონი.
ვრცლად