eng

news

საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა

27 ივნისი, 2019
ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ „გუმათი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრგატის რეკოსტრუქცია დაასრულა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. ჰიდროაგრეგატის დადგმული სიმძლავრე 11 მგვტ.-დან 12.7 მგვტ.-მდე გაიზარდა. კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ავითვისოთ საქართველოში არსებული სიმძლავრეები, მით უმეტეს, როცა საუბარი უკვე არსებული ჰესების მოდერნიზებას ეხება. „გუმათჰესი 1“-ში ჩვენს მიერ ჩატარებული რეკონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს ამ ჰესის გამომუშავება და საპროექტო სიმძლავრე გავზარდოთ. ენერგო-პრო აგრძელებს მის მფლობელობაში არსებულ ჰესების რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც ვახორციელებთ,“ - აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

„გუმათი 1“-ის მეორე ჰიდროაგრეგატის სრული რეკონსტრუქციის პროექტი დაახლოებით 2 წელი მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი გენერატორის სტატორი, რომელიც სლოვენიაში დამზადდა,აეწყო საქართველოში და უახლესი ტიპის დანადგარს წარმოადგენს. ასევე სლოვენიაშია დამზადებული ახალი მუშა თვალი. გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატის კვანძებს, გარემონტდა დეტალები, დამონტაჟდა შეზეთვის და გაციების სისტემები, თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, ციფრული სარელეო დაცვები და ა.შ. სარეკონსტრუქციო და სამონტაჟო სამუშაოები მთლიანად ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის თანამშრომლებმა შეასრულეს.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად