eng

news

საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 3 მგვტ ელექტროენერგია შეემატა

13 მაისი, 2019
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ ,,ჩხოროწყუჰესის“ გენერატორი #1-ის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატს, შესაბამისად, 6 მგვტ-იანი ჰესის გამომუშავება, დადგმულ საპროექტო გამომუშავებას მაქსიმალურად მიუახლოვდა. მხოლოდ ამ პროექტში კომპანიამ 2 252 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

,,1967 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჰესი გაეშვა ექსპლუატაციაში, აგრეგატის ასეთი მასშტაბური და სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. დამონტაჟდა თანამედროვე მართვის და მონიტორინგის სისტემა (SCADA), ასევე თანამედროვე სარელეო დაცვები და გამოიცვალა სხვა დეტალები და კვანძები, რომლებიც აუცილებელია, ჰიდროაგრეგატის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ ჰესების ექსპლუატაციის, დიაგნოსტიკის და პროფილაქტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლევან საჩალელმა.

,,ჩხოროწყუჰესის“ აგრეგატის რეაბილიტაცია-რეკონსტრუცია 2017 წლიდან, 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა ჰესზე არსებული მხოლოდ ერთი აგრეგატი, რომელიც დაახლოებით 2,6 მგვტ სიმძლავრეზე მუშაობდა. მეორე აგრეგატის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი მოხერხდა გამომუშავებული ელექტროენერგიის გაზრდა.

,,პროექტის კონცეფცია, აგრეგატის მთავარი და დამხმარე სისტემების პროექტირება და მართვა ძირითადად „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ ძალებით განხორციელდა. გენერატორის სტატორის პროექტირებაში მონაწილეობა მიიღეს ,,ენერგო-პრო ჯგუფში შემავალი კომპანიის „Litostroy Power Group“-ის სპეციალისტებმა, ხოლო გენერატორის და მექანიკური აღჭურვილობის ნაწილის სარემონტო სამუშაოებში „მეგავატ სერვისის“ თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი. მასალების ნაწილი საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ რესურსებით გარემონტდა. ახალი დამხმარე ელექტრო, მექანიკური და ჰიდრავლიკული სისტემები, დეტალები და კვანძები ევროპაში დამზადდა მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ მიერ დამუშავებული კონცეფციისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით. სადემონტაჟო, მონტაჟის და გაშვების სამუშაოები წარმატებით განხორციელდა უშუალოდ ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის რესურსებით“- განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის" გენერალური დირექტორის მოადგილემ დიან დიმოვმა.

,,ჩხოროწყუჰესი“ საშუალო დაწნევის მქონე მცირე ჰესია. მდებარეობს დაბა ჩხოროწყუში. ჰესი აგებულია მდინარე ხობისწყალზე. ექსპლუატაციაში გაეშვა 1967 წელს. მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 6 მგვტ.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად