eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

15 ივნისი, 2020
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ თანამშრომლები ნაწილობრივ განაგრძობენ დისტანციურად მუშაობას.
 
კომპანიის სათაო და ასევე რეგიონალურ ოფისებში ადგილზე მუშაობას განაგრძობს თანამშრომლების სრული შემადგენლობის დაახლოებით 50%. ის თანამშრომლები, რომელთა მუშაობა შესაძლებელია დისტანციურად, სახლიდან განაგრძობენ მუშაობას. ხოლო მათთვის, რომლებიც მუშაობენ ოფისებში, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, შექმნილია შესაბამისი სამუშაო პირობები. ოფისები აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით, სამსახურში გამოცხადებისთანავე თანამშრომლები გადიან თერმოსკრინინგს და სამუშაო მაგიდებს შირის დაცულია 2 მეტრიანი დისტანცია. განყოფილებებში, სადაც ადგილზე ბევრი ადამიანი მუშაობს, თანამშრომლები მუშაობას განაგრძობენ მორიგეობით, სპეციალურად შემუშავებული გრაფიკის მიხედვით.

„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორს ამ ეტაპზე არ აქვს ვალდებულება თანამშრომლები ამუშაოს დისტანციურ რეჟიმში, „ენერგო-პროს“ მენეჯმენტი, ითვალისწინებს ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას და კომპანიის თანამშრომლების ნაწილი კვლავ განაგრძობს დისტანციურ რეჟმში მუშაობას. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ყოველი თანამშრომლის ჯანმრთელობა“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

ტექნიკური სამსახური და კომპანიის მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურები, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. შესაბამისად, კომპანიის აბონენტების ენერგომომარაგება შეუფერხებლად გრძელდება.