eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაბა ბაკურიანში ენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციისთვის 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს

25 ოქტომბერი, 2016
დაბა ბაკურიანში ზამთრისათვის მზადების პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა ბაკურიანის 3000-მდე აბონენტის ენერგომომარაგება და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ამ კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ახალი 10 კვ ძაბვის საფიდერო ხაზი, აგრეთვე დამონტაჟდება ახალი მიწისქვეშა საკაბელო სისტემა, განხორციელდება 35 კვ ქვესადგურების და გამანაწილებელი პუნქტების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოეწყობა ახალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი; განხორციელებული სამუშაოები გაზრდის ქსელის საიმედოობას და ავარიების შემთხვევაში რეაგირების ოპერატიულობას.

დაბა ბაკურიანში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 22 ოქტომბერს და დასრულდება ერთი თვის ვადაში.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად
13 მარტი, 2020

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).
ვრცლად