eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას

23 აპრილი, 2019
6 პროფესიული სასწავლებლის, დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის სპეციალობის 8 წარმატებული სტუდენტი, მთელი სწავლის პერიოდში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-სგან თვეში 200 ლარიან სტიპენდიას, ხოლო სწავლის დასრულების შემდგომ, დასაქმების შეთავაზებას მიიღებს. სტუდენტები შეირჩნენ აკადემიური მოსწრების, რეიტინგების, თავად კოლეჯების ადმინისტრაციის რეკომენდაციებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან, გასაუბრების საფუძველზე.

,,ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ენერგეტიკოსი ჰყავდეს ქვეყანას. კომპანიის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება განხორციელდა და მომავალში კიდევ განხორციელდება სკოლის მოსწლავეებისთვის თუ პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გვინდა, რომ მომავალი თაობა უფრო მეტად დაინტერესდეს ენერგეტიკის და ელქტროინჟინერიის დარგით. ეს ახალგაზრდები, მომავალში უნდა ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. მათ კი, ვინც უკვე აირჩია ეს მიმართულება, ვცდილობთ მეტი მოტივაცია და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

,,მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული სასწავლებლების უმრავლესობა, საქართველოს რეგიონებში მდებარეობს, შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ეძლევათ შესაძლებლობა, შეისწავლონ პროფესია, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, დასაქმდნენ საკუთარ რაიონშივე მდებარე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამის მომსახურების ცენტრში თუ ფილიალში“ - განაცხადა სს ,,ენერგოპრო ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე სტიპენდიები მიიღეს: ახალციხის კოლეჯ ,,ოპიზარი“-ს, ფოთის კოლეჯ ,,ფაზისი“-ს, თელავის კოლეჯ ,,პრესტიჟი“-ს, საგურამოს ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი“-ს, თბილისის პროფესიული სასწავლებლების ,,მერმისი“-ს და ,,სპექტრი“-ს სტუდენტებმა.

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულ პროექტს სექტემბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აკაკი წერეთლის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განახორციელებს.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად
13 მარტი, 2020

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).
ვრცლად