eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“-მ, ,,გუმათი 2“-ზე ხანძრით გამოწვეული გარემოს დაბინძურების პროცესის აღკვეთა ოპერატიულად მოახდინა

21 დეკემბერი, 2017
ჰიდროელექტროსადგურ ,,გუმათი 2“-ზე ხანძრის შემდეგ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შეძლებისდაგავრად ნაკებად მომხდარიყო გარმოს დაბინძურება. დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ადგილზე გამოძახება და პირველადი, გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება, ასევე, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყება.

სს ,,ენერო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გარემოს დაცვის სამსახურის მონაცემებით, ხანძრის შედეგად ნიადაგში და წყალში მოხდა არაუმეტეს 5,5 ტონა ზეთის ჩაღვრა. ტრანსფორმატორის დაღვრილი ზეთის რაოდენობის დადგენის მიზნით, ოპერატიულად მოხდა დამწვარი ზეთის რაიოდენობის გამოთვლა ხანძრის ფიზიკო-ქიმიური საფუძვლების გათვალისწინებით და ტრანსფორმატორის ზეთის წვის პარამეტრებზე დაყრდნობით.

სამივე სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, უკვე მოხერხდა მდინარე რიონის ჩაღვრილი ზეთისგან გაწმენდა. იმისათვის რომ წყალში კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ზეთი არ ჩაღვრილიყო, დროულად მოხდა ქვესადგურზე სანიაღვრე წყლების არხების განმხოლოება. ახლა მიდინარეობს ნიადაგის კვლევა დაბინძურების ხარისხის დადგენის და გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები. უნდა აღინიშნოს, რომ ნადაგის დაბინძურება მოხდა მხოლოდ კომპანიის მფლობელობაში არსებული, დამწვარი ძალოვანი ტრანსფორმატორის მიმდებარე ტრიტორიაზე.

გარემოს დაბინძურების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოები მიდმინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რითაც კიდევ უფრო სწრაფად მოხერხდა გარემოს მძიმედ დაზიანების თავიდან აცილება.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად