eng

news

სს ენერგო–პრო ჯორჯია მხოლოდ 2014 წელს 50 000 000 ლარის ინვესტიციას განხორციელებს

15 ნოემ, 2013
სს ენერგო–პრო ჯორჯია განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას. მხოლოდ 2014 წელს კომპანია ელექტროქსელის, ინდივიდუალური გამრიცხველიანებისა და ჰიდროელექტრო სადგურების რეაბილიტაციის კუთხით გეგმავს 50 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას.

„აღნიშნული თანხა მთლიანად მოხმარდება კომპანიის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, რომლებიც მოიცავენ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და გეგმის მიხედვით ჩვენი აბონენტების გამრიცხველიანებას. აგრეთვე, თანხის ნაწილი მოხმარდება ჩვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტრო სადგურების რეაბილიტაციას.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.

საქართველოს ენერგობაზარზე სს ენერგო–პრო ჯორჯიას შემოსვლიდან, კერძოდ 2007 წელიდან დღემდე კომპანიამ უკვე განახორციელა დაახლოებით 52 330 000 ლარის ინვესტიცია გენერაციაში და 439 126 000 ლარის ინვესტიცია დისტრიბუციაში.

განხორციელებული ინვესტიციებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება ქსელის საიმედოობა და ელექტროენერგიის გამომუშავების ეფექტურობა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ავარიული გათიშვების ალბათობას. შესაბამისად, იზრდება კომპანიის აბონენტების მომსახურების ხარისხიც.