eng

news

თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

31 მაისი, 2019
1 ივნისიდან 3 ივნისის ჩათვლით სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების დროს გაირეცხება ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავები, რაც დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად. გარეცხვითი სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც აღნიშნულ პერიოდში ზაჰესისა და ორთაჭალჰესის გაჩერებას გამოიწვევს. ამასთან, ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად განხორციელდება. შედეგად, თბილისში და მცხეთაში, მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად
13 მარტი, 2020

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).
ვრცლად