eng

ეპ ჯგუფში შემავალი კომპანიები

ძევრულჰესი

ძევრულჰესი წარმოადგენს მაღალდაწნევიან წლიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურს. ჰესი მუშაობს შაორჰესის ნამუშევარი წყლის და მდინარე ტყიბულას წყალჩამონადენით.

65.0 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობის წყალსაცავს ქმნის ახალსოფლის ტაფობში აგებული მიწის კაშხალი. ჰესის ძალური კვანძი განთავსებულია თერჯოლის რაიონში.

ტყიბულის წყალსაცავი გამოირჩევა მასში არსებული ექვსი კუნძულით, რომელთაგან ოთხი დონის მატებისას მთლიანად წყლით იფარება. ძევრულჰესი ექსპლუატაციას გადაეცა 1956 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 80.0 მგვტ, ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება არის 140.0 მლნ კვტ.სთ
უკან დაბრუნება
სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია შპს ჯიფაუერი ეპჯ-ს ფილიალები