eng

ეპ ჯგუფში შემავალი კომპანიები

გუმათის კასკადი

გუმათჰესი I 

გუმათჰესიI დღე-ღამური რეგულირების, კალაპოტური ტიპის სადგურია. სადგური ექსპლუატაციაში 1958 წელს შევიდა. ჰესის საპროექტო გამომუშავება არის 249.0 მლნ კვტ.სთ 
გუმათჰესიI ჩატარდა ჰიდროაგრეგატების №1და№3 რეკონსტრუქცია სიმძლავრის გაზრდით,შედეგად,ჰესის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 46.7 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 44.0 მგვტ დადგმული სიმძლავრისა. 

გუმათჰესი II 

გუმათჰესების კასკადის მეორე საფეხურს წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგური–გუმათჰესიII. დერივაციული არხით გუმათჰესს II–ს მიეწოდება გუმათჰეს I-ის მიერ გამოყენებული წყალი. 
გუმათჰესიII ექსპლუატაციაში 1956 წელს შევიდა. მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 22.8 მგვტ, ჰესის საპროექტო გამომუშავება 127.0 მლნ კვტ.სთ. 
უკან დაბრუნება
სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია შპს ჯიფაუერი ეპჯ-ს ფილიალები