eng

ეპ ჯგუფში შემავალი კომპანიები

გუმათის კასკადი

გუმათჰესების კასკადის შემადგენელი ჰიდროელექტროსადგურები გუმათჰესი I და გუმათჰესი II ითვალისწინებენ მდინარე რიონის შუა წელის ენერგეტიკულ გამოყენებას 12კმ მონაკვეთზე სოფელ ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე. ქ.ქუთაისიდან 7კმ-ის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მდინარე რიონზე აგებულია 30მ სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხალი, რომელიც ქმნის 13.0 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობის წყალსაცავს.
 
გუმათჰესი I
გუმათჰესი I დღე-ღამური რეგულირების, კალაპოტური ტიპის სადგურია. სადგური ექსპლუატაციაში 1958 წელს შევიდა. ჰესის საპროექტო გამომუშავება არის 249.0 მლნ კვტ.სთ
ჩატარდა ჰიდროაგრეგატების №1; №3;№2  რეკონსტრუქცია სიმძლავრის გაზრდით, შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 48.4 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 44.0 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.
 
გუმათჰესი II
გუმათჰესების კასკადის მეორე საფეხურს წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგური–გუმათჰესიII. დერივაციული არხით გუმათჰესს II–ს მიეწოდება გუმათჰეს I-ის მიერ გამოყენებული წყალი.
გუმათჰესიII ექსპლუატაციაში 1956 წელს შევიდა. მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 22.8 მგვტ, ჰესის საპროექტო გამომუშავება 127.0 მლნ კვტ.სთ.
უკან დაბრუნება
სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია შპს ჯიფაუერი ეპჯ-ს ფილიალები