eng

ეპ ჯგუფში შემავალი კომპანიები

იორის კასკადი

სიონჰესი 

სიონჰესი წარმოადგენს საშუალო დაწნევის, მიწის კაშხლის მქონე მცირე ჰესს. სიონის წყალსაცავი და მასთან მდებარე ჰესი წარმოადგენენ ზემო სამგორის სარწყავი სისტემის საწყის ნაგებობებს. 
სიონჰესი მდებარეობს თიანეთის რაიონში, დაბა სიონში. წყალსაცავი განთავსებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. 
სიონჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა 1964 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 9.0 მგვტ, ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 33.0 მლნ კვტ.სთ 

საცხენისჰესი 

საცხენისჰესი მაღალლდაწნევიანი სადგურია. მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში. მუშაობს ზემო სამგორის სარწყავი სისიტემის მაგისტრალურ არხზე. 
საცხენისჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა 1952 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 14.0 მგვტ, ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 86.0 მლნ კვტ.სთ 

მარტყოფჰესი 

მარტყოფჰესი საშუალო დაწნევის მქონე მცირე ჰესია. მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში. მუშაობს ზემო სამგორის სარწყავი სისიტემის მაგისტრალურ არხზე. 
მარტყოფჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა 1952 წელს. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 3.875 მგვტ, ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 14.0 მლნ კვტ.სთ 
უკან დაბრუნება
სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია შპს ჯიფაუერი ეპჯ-ს ფილიალები